ირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, არის სპეციალური ღონისძიება, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ
შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, სადაც საქართველოდან 40-მდე კომპანია მონაწილეობს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წელს სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რათა ქართველმა ექსპორტიორებმა და ჩინელმა იმპორტიორებმა პირდაპირი საქმიანი კავშირი დაამყარონ.

"დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ტრადიციულად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის მონაწილე ქვეყანაა.
"გამოფენა უკვე მეცხრედ ტარდება და საქართველო ტრადიციულად არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე - ძალიან მასშტაბურად, 40-მდე კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი ქართული საექსპორტო პროდუქციით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
გამოფენაზე საქართველო სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონითაა წარმოდგენილი. წელს პირველად, გამოფენის ფარგლებში ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრების მიზნით, სპეციალური ღონისძიება გაიმართება.
"რაც წლევანდელ გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - მარიამ ქვრივიშვილმა პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა
შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა
ირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
მარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“
8000-წლიანი ღვინის ისტორია, უძველესი ტრადიციები და ქართული კულტურა - ქვეყანა სავიზიტო ბარათს შანხაის აცნობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…