პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ქართული დელეგაცია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას.

„ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, სადაც ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან. ჩვენი ამოცანაა ექსპორტის მოცულობის ზრდა, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ტრადიციულად საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, სადაც ქვეყანა სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ბიზნეს, სავაჭრო ურთიერთობები და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება: დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ნადარეიშვილი და თამარ იოსელიანი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
  3. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი 1 თვის შემდეგ ჩინეთში კვლავ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, სადაც ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან. ჩვენი ამოცანაა ექსპორტის მოცულობის ზრდა, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ტრადიციულად საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, სადაც ქვეყანა სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ბიზნეს, სავაჭრო ურთიერთობები და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე“
ირაკლი ნადარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები