მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება და ხანდაზმულთა ევაკუაციაა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი წარმატებით უზრუნველყოფს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ქალაქ ოლეშკიზე გავრცელდება.
ინფორმაციის თანახმად, ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ოლეშკის ტერიტორიაზე დროებით შეწყვეტს ყველა სამხედრო მოქმედებას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და სპეციალურად განსაზღვრული უსაფრთხო დერეფნის მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მომზადება.
ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 29 ოქტომბერს ამოქმედდება.
"ოლეშკიში ვითარება უმძიმესია. ოლეშკი ფრონტისპირა ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი.
ოლეშკის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება, ადამიანები დანაღმული გზების გარემოცვაში ცხოვრობენ და რეგულარულ სამხედრო თავდასხმებს განიცდიან. სრულიად ცხადი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ხანდაზმული ადამიანების ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა", - თქვა მელანია ტრამპმა.
მანამდე ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომის პაპმა ლეო XIV-მ მოუწოდა, პაპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც.
ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს.
ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- daily mailმელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რათა „კატასტროფის ზღვარზე“ მყოფი ქალაქ ოლეშკიდან ხანდაზმულების ევაკუაცია მოხდეს
- იმედინიუსიმელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 29 ოქტომბერს ამოქმედდება
- რადიო თავისუფლებათეთრი სახლი: რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტაზე
- რუსთავი 2თეთრი სახლის განცხადებით, მელანია ტრამპმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია - Euronews
ციტატები სტატიიდან
„ოლეშკიში ვითარება უმძიმესია. ოლეშკი ფრონტისპირა ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი. ოლეშკის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება, ადამიანები დანაღმული გზების გარემოცვაში ცხოვრობენ და რეგულარულ სამხედრო თავდასხმებს განიცდიან. სრულიად ცხადი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ხანდაზმული ადამიანების ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…