მელანია ტრამპი: ამერიკის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ რუსეთისა და უკრაინის მიმართ მათი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე - ვიმედოვნებ, რომ ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში 800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რისთვისაც მან მადლიერება გამოხატა რუსეთისა და უკრაინის მიმართ.

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიისა და მასთან დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში 800-მდე ადამიანი იყო ევაკუირებული. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, რომელიც მისიის კოორდინაციაში.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა იწურება. მისია წარმატებით დასრულდა: რეგიონს მიეწოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება და უზრუნველყოფილი იყო თითქმის 800 ადამიანის ევაკუაცია“, - დაწერა მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში.
„ამერიკის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ რუსეთისა და უკრაინის მიმართ მათი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. ვიმედოვნებ, რომ ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება“, - აღნიშნა აშშ-ის პირველმა ლედიმ.
მისივე განმარტებით, „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და, დაგეგმისამებრ, 2026 წლის 1 ნოემბერს დასრულდა“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა იწურება. მისია წარმატებით დასრულდა: რეგიონს მიეწოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება და უზრუნველყოფილი იყო თითქმის 800 ადამიანის ევაკუაცია“
„ამერიკის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ რუსეთისა და უკრაინის მიმართ მათი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. ვიმედოვნებ, რომ ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება“
„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და, დაგეგმისამებრ, 2026 წლის 1 ნოემბერს დასრულდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…