პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

სოფელ ლამბალოში ორი ძმის მკვლელობისა და მესამის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
ინტერპრესნიუსი

სოფელ ლამბალოში, 5 ნოემბერს, ორი ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სამი ძმის მკვლელობა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბრალდებულმა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნების გამოყენებით რამდენჯერმე ესროლა ძმებს, რომელთაგან ორი მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე ძმას ნასროლი ტყვიები ასცდა. იარაღიდან სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა ძმებთან ერთად მყოფი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ბ" და "ლ" ქვეპუნქტებით და 109-ე მუხლის "ბ" და "ლ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236 -ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაგარეჯოში, ორი ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს - მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში არსებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები

საზოგადოება ·

No title

ალია