პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში სამი ძმის მიმართ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, სროლის შედეგად ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, დაკავებულს კი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სამი ძმის მკვლელობა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბრალდებულმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნების გამოყენებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა ძმებს, რომელთაგან ორი მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე ძმას ნასროლი ტყვიები ასცდა. სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა ძმებთან ერთად მყოფი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236 -ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაგარეჯოში, ორი ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოში 2 ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები