პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში კომპანია FTZCOC Group-ის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც ქართული პროდუქციის ჩინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის გამოყენების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაზე. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა FTZCOC Group-ის საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე. ამასთან, განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის კომპანიის საგამოფენო და სავაჭრო სერვისების გამოყენების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზრებზე წარდგენასა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

FTZCOC Group საერთაშორისო სავაჭრო და სადისტრიბუციო მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიას 90 ქვეყანაში 130 საერთაშორისო საწყობი, ხუთი საგამოფენო-სავაჭრო ცენტრი და აშშ-ში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონული წარმომადგენლობები აქვს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები