პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ხიდურელი: ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ ჩვენი ქვეყნის პავილიონში, რომელიც ქალაქ შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში იხსნება

ეკონომიკის სამინისტრო

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო სამი პავილიონითა და 37 ექსპორტიორი კომპანიით იქნება წარმოდგენილი, განაცხადა ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელი: ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ ჩვენი ქვეყნის პავილიონში, რომელიც ქალაქ შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში იხსნება
იმედინიუსი

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ხიდურელი აცხადებს, გარდა იმპორტიორებისა, შეხვედრები გაიმართა სხვა დარგის კომპანიებთანაც.

„ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება. წელს საქართველო გამოფენაზე სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ეროვნული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოტენციალს წარმოაჩენს და ორი ბიზნეს პავილიონი. ჯამში გამოფენაში ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით 37 ქართული ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება, სადაც ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, რაც ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება. წელს საქართველო გამოფენაზე სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ეროვნული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოტენციალს წარმოაჩენს და ორი ბიზნეს პავილიონი. ჯამში გამოფენაში ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით 37 ქართული ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს“
მიხეილ ხიდურელი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი 1 თვის შემდეგ ჩინეთში კვლავ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები