პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა წითლძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ - ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით

ნაციონალური მოძრაობატვ პირველი

ანა წითლიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, არამედ ისინი ალიანსიდან გარიცხეს, რაც პარტიამ ახალ ლოგოზე საკუთარი სიმბოლიკის არარსებობის შემდეგ შეიტყო.

ანა წითლძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ - ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით
იმედინიუსი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ალიანსიდან გარიცხვის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო არ იყო ასახული.

„არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მათი, ვინც გაავრცელა, ანუ ჟურნალისტების. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან. მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით. ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით, რაც მიხეილ სააკაშვილზე განსაკუთრებული თავდასხმები იყო, ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ჩვენ რომ დაგვეტოვებინა, პოლიტსაბჭოს და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა. უბრალოდ, ჩვენ დილით, როცა ყოველდღიურ კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, იქ გავიგეთ, რომ ალიანსის ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ იყო და მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ რა და როგორც მივხვდი, შემდეგ თქვეს, გაგვრიცხეს ალიანსიდან. ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეებში არც ვიყავით აქტიურად ალიანსში“, – განაცხადა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან გარიცხეს - ანი წითლიძე
  2. პირველი არხისამთავრობოანა წითლძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები