პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა წითლძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ

ნაციონალური მოძრაობატვ პირველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის განცხადებით, პარტიას ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, არამედ ისინი გააძევეს, რაც ახალ ლოგოზე პარტიის სიმბოლიკის არარსებობით შეიტყვეს.

ანა წითლძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ
პირველი არხი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარიცხვის შესახებ პარტიაში მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო არ იყო ასახული.

„არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მათი, ვინც გაავრცელა, ანუ ჟურნალისტების. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან. მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით. ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით, რაც მიხეილ სააკაშვილზე განსაკუთრებული თავდასხმები იყო, ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ჩვენ რომ დაგვეტოვებინა, პოლიტსაბჭოს და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა. უბრალოდ, ჩვენ დილით, როცა ყოველდღიურ კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, იქ გავიგეთ, რომ ალიანსის ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ იყო და მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ რა და როგორც მივხვდი, შემდეგ თქვეს, გაგვრიცხეს ალიანსიდან. ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეებში არც ვიყავით აქტიურად ალიანსში“, – განაცხადა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან გარიცხეს - ანი წითლიძე
  2. იმედინიუსისამთავრობოანა წითლძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ - ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მათი, ვინც გაავრცელა, ანუ ჟურნალისტების. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან. მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით. ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით, რაც მიხეილ სააკაშვილზე განსაკუთრებული თავდასხმები იყო, ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ჩვენ რომ დაგვეტოვებინა, პოლიტსაბჭოს და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა. უბრალოდ, ჩვენ დილით, როცა ყოველდღიურ კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, იქ გავიგეთ, რომ ალიანსის ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ იყო და მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ რა და როგორც მივხვდი, შემდეგ თქვეს, გაგვრიცხეს ალიანსიდან. ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეებში არც ვიყავით აქტიურად ალიანსში“
ანა წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი აღარ არის – „ალიანსიდან ჩვენს გამორიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები