პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საერთო წესებზე უარი, თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფა და მხოლოდ ერთ სუბიექტზე მორგებული დღის წესრიგი - ოპოზიციური ალიანსი დაიშალა

ნაციონალური მოძრაობა

ოპოზიციურმა ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებიდან და ლოგოდან ამოიღო, რასაც პარტნიორები წესების უგულებელყოფით ხსნიან, თავად პარტია კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.

ოპოზიციურ ალიანსში ფორმალობა ოფიციალურმა გადაწყვეტილებებმა შეცვალა. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი აღარც გაერთიანებაში და აღარც ალიანსის ლოგოზე დარჩა. სააკაშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ წასვლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს, ოფიციალურ პოლიტიკურ გაყრას კი წინ ალიანსის ფორმატში კომუნიკაციის გაწყვეტა და საერთო აქტივობებში მონაწილეობაზე უარი უძღოდა.

საერთო წესებზე უარი, თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფა და მხოლოდ ერთ სუბიექტზე მორგებული დღის წესრიგი - ეს ის მიზეზებია, რასაც ალიანსში დარჩენილები "ნაციონალური მოძრაობას" ედავებიან. ამბობენ, რომ პოლიტიკურმა უწესოებამ სააკაშვილის გუნდი გაერთიანების მიღმა დატოვა.

ლოგოდან და სიმბოლოებიდან "ნაციონალური მოძრაობის" ამოღებას სახელისუფლებო გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას ერთადაც და ცალ-ცალკეც ერთი მიზანი აქვს, დააზიანონ საკუთარი ქვეყნის ინტერესები.

ალიანსის ლოგოდან "ნაციონალური მოძრაობის" ამოღება მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა თავად ალიანსში. ოპოზიციამ ერთობა ვერც ამჯერად შეინარჩუნა. პარტია "ახალის" ლიდერი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასწორ დროს მიიღეს

მოქმედი და ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პოლიტიკური გაყრა სახელისუფლებო გუნდისთვის არასერიოზულია. მმართველი პარტია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებს სპექტაკლის ნაწილს უწოდებს.

ოპოზიციურ ალიანსში "ნაციონალური მოძრაობა" აღარ ირიცხება, თუმცა გაერთიანებაში ისევ ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან დაფუძნებული პარტიები რჩებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გაქრა. გუშინ „Facebook“- ზე განახლებულ ფოტოზე, პარტიის ლოგო დატანილი აღარ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები