“სამწუხაროდ, ბათუმში ამისათვის რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს” – გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილის შეფასებით, ბათუმი რუსეთ-თურქეთს შორის გავლენისთვის ფარული ბრძოლის ეპიცენტრია, სადაც რუსეთს დაპირისპირებების პროვოცირებისთვის უამრავი ბერკეტი გააჩნია.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
თავისთავად ფეხბურთის “ფანების” ბობოქრობა არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა.
რეალური პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ამას თან ახლავს სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი და როდესაც ამაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ისრაელ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას.
ვისაც ოდნავ მაინც ესმის რეგიონული პოლიტიკის ანატომია, ის ხედავს, რომ ბათუმი ბოლო წლებში გადაიქცა რუსეთ-თურქეთს შორის გავლენისთვის ფარული ბრძოლის ეპიცენტრად.
რუსეთის იმპერიის გავლენის ტექნოლოგია ყოველთვის იყო აგებული ამ ტიპის დაპირისპირებების პროვოცირებაზე ეთნიკური თუ რელიგიური მოტივებით შეფუთვით და თითქოს უმნიშვნელო ინციდენტების შემდგომ გაღვივებასა და კონფლიქტის გაღრმავებაზე.
ამიტომ, სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა ეცდება ამ ერთი შეხედვით “ჩვეულებრივი” მოვლენისთვის სასურველი მიმართულების მიცემას.
სამწუხაროდ, ბათუმში ამისათვის რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს, რაშიც ვიღაცას შეგნებულად, ვიღაც კი სიბრიყვით ჩართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…