"ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან გარიცხეს - ანი წითლიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის განცხადებით, პარტია ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს და ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ალიანსის ახალ ლოგოზე ენმ აღარ აღმოჩნდა.

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ენმ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს - განცხადება პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან გააკეთა.
წითლიძე განმარტავს, რომ ალიანსის დატოვების გადაწყვეტილება ენმ-ს თავად არ მიუღია.
"ამის შემდეგ მე ვიკითხე, როცა იმხელა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით საკონსტიტუციო სასამართლოში, რა დროს ჩვენი გარიცხვა იყო-თქო?" - ამბობს პოლიტიკოსი.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე ამ შემთხვევაში ვინც გაავრცელეს. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ რომ გავირიცხეთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა, რომ ლოგოზე არ ვიყავით.
მოცემულობა არის ის, რომ რაც მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები იყო, ჩვენ ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ რომ დაგვეტოვებია, პოლიტსაბჭოს უდნა მიეღო ეს გადაწყვეტილება და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა, უბრალდო ჩვენ გუშინ დილით, როცა კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, გავიგეთ, რომ ლოგოზე "ნაციონალური მოძრაობის" ლოგო არ იყო, მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ რა და შემდეგ თქვეს, რომ გაგვრიცხეს ალიანსიდან. ამის შემდეგ ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არც ვიყავით ალიანსში, შესაბამისად არ დაგვიტოვებია. გუშინ გავიგეთ, რომ აღარ ვართ ალიანსში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
მე როცა ეს გავიგე გამიჩნდა კითხვა, როცა უმძიმესი საკონსტიტუციო სხდომები გვაქვს წინ, როცა იქ ყველა ერთმანეთს ვიცავთ ოპოზიციური პარტიები და იმხელა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით, ახლა რა დროს ჩვენი გარიცხვა იყო", - ამბობს წითლიძე.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა გუშინ Facebook გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
ამის შემდეგ მ,ედიასთან კომენტარი გააკეთა ენმ-ს დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა და თქვა, რომ პარტია ბოლო პერიოდში ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს.
რა თქვა ფავლენიშვილმა:
"ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით.
ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა“, -აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამის შემდეგ მე ვიკითხე, როცა იმხელა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით საკონსტიტუციო სასამართლოში, რა დროს ჩვენი გარიცხვა იყო-თქო?“
„ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით. ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…