პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რაც წუხელ ბათუმში ვნახეთ, პოლიციელების მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია - უფლებადამცველი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უფლებადამცველი ლაშა ცუცქირიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე პოლიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს: მისი თქმით, აგრესიული გულშემატკივრების წინააღმდეგ წესრიგის აღსადგენად პროპორციული ძალაც არ გამოუყენებიათ, მაშინ როცა სხვა პირებს საგნების სროლისთვის მრავალწლიანი პატიმრობით სჯიან.

რაც წუხელ ბათუმში ვნახეთ, პოლიციელების მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია - უფლებადამცველი
TV პირველი

უფლებადამცველი ლაშა ცუცქირიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სამართალდამცავი უწყებების მიდგომებში ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც სტადიონზე და ქალაქში აგრესიული გულშემატკივრების მხრიდან დაპირისპირებისა და ქონების დაზიანების შემთხვევები იყო, სამართალდამცავებს არც პასუხისმგებლობის საკითხი დაუყენებიათ და არც წესრიგის აღსადგენად პროპორციული ძალა გამოუყენებიათ.

ცუცქირიძის თქმით, სხვა შემთხვევებში კი პოლიცია საგნების სროლის ან სამართალდამცავებზე თავდასხმის გამო პირებს მკაცრად სჯის და მრავალწლიან პატიმრობას უფარდებს.

მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარ მიდგომაზე მიუთითებს და ქვეყანაში კანონის უზენაესობას პრობლემას უქმნის.

ჩვენ წუხელ რაც ბათუმში ვნახეთ, არის კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტის. მაშინ როდესაც სტადიონზე, ქალაქში, აგრესიული გულშემატკივრები პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიციას თავზე ალეწავდნენ ყველაფერს, არცერთმა სამართლდამცავმა არათუ პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენა, არამედ პროპორციული ძალაც კი არ გამოიყენა, წესრიგის აღსადგენად. სამაგიეროდ, იგივე პოლიციელი უმკაცრესად სჯის, ჯოხის სროლის გამო, ბოთლის სროლის გამო ადამიანებს და წლობით უშვებს, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, მონაწილეობით, პოლიციელზე თავდასხმით და ა.შ. ჩვენ მრავალი მაგალითი ვიცით ამის. მთავარია, რომ კანონი ყველასთვის იყოს ერთი, განურჩევლად სქესისა, რასისა, მოქალაქეობრივი კუთვნილებისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. შესაბამისად, როდესაც კანონი უზენაესი არ არის, ქვეყანაში ხდება ისეთი შემთხვევები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, სახემწიფო არცერთ შემთხვევაში საკუთარ მოქალაქეებს მეორეხარისხოვნად არ უნდა ეპყრობოდეს და საერთოდ, მოქალაქეობრივ პოზიციას რომ თავი დავანებოთ, როგორც ეპყრობი ერთ ადამიანს, ისე უნდა მოეპყრა მოერესაც, ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია და როცა ასეთი ორმაგი სტანდარტი სახეზეა, დიდი პრობლემა ექმნება ქვეყანაში კანონის უზენაესობას, - ამბობს ცუცქირიძე.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.

პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.

შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები