პაველ ჰერჩინსკი - ელით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტებას დაიწყებენ? “გლობალური ომის პარტიაზე” დიალოგში ჩავერთვებით? ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? - გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რომ დიალოგი განახლდეს
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მმართველმა პარტიამ დიალოგს შინაარსი გამოაცალა, ხოლო მოლაპარაკებების განახლებისთვის ევროკავშირის წინააღმდეგ გაშავების კამპანია უნდა შეწყდეს.

საქართველოში მმართველმა პარტიამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა, იმას ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ევროკავშირის დიალოგზეა დაფუძნებული. დიალოგი ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩემს უკან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დროშას ხედავთ. მუდმივად მოლაპარაკებებში ვართ და კომპრომისს ვაღწევთ, რათა კონსენსუსი ვიპოვოთ.
ასე რომ, რეალურად, როდესაც გუშინ ბატონი ირაკლი კობახიძის Euronews-ის ინტერვიუს მისმენდი, ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს დიალოგს.
პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ყოველდღიური გაშავების კამპანიით ევროკავშირის წინააღმდეგ.
რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ელით, რომ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ?
ეს გაშავების კამპანია უდნა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაჰერჩინსკი "ოცნებას": მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?
„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან დიალოგს შინაარსი გამოაცალა – ევროკავშირის ელჩი
„დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობს
ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირის დიალოგზეა დაფუძნებული. დიალოგი ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩემს უკან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დროშას ხედავთ. მუდმივად მოლაპარაკებებში ვართ და კომპრომისს ვაღწევთ, რათა კონსენსუსი ვიპოვოთ. ასე რომ, რეალურად, როდესაც გუშინ ბატონი ირაკლი კობახიძის Euronews-ის ინტერვიუს მისმენდი, ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს დიალოგს. პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ყოველდღიური გაშავების კამპანიით ევროკავშირის წინააღმდეგ. რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ელით, რომ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? ეს გაშავების კამპანია უდნა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…