პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ - საგარეო გაფართოების ანგარიშზე

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ტენდენციურს უწოდებს, თუმცა მის დეტალურ შესწავლას აანონსებს, ხოლო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დიალოგს შინაარსი გამოაცალა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა.

ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ - საგარეო გაფართოების ანგარიშზე
რადიო თავისუფლება

„მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე განცხადებით საგარეო უწყება „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“.

ამ განცხადების გამოქვეყნებამდე მცირე ხნით ადრე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა.

„რისი მოლოდინი გაქვთ?“ - ელჩი

ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა:

„გუშინ „ევრონიუსის“ ეთერში ირაკლი კობახიძის მოსმენისას დადებითად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ იგი მუდმივად ახსენებდა: „დიალოგი, დიალოგი, დიალოგი“. ევროკავშირის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დიალოგს.

პრობლემა ისაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა.

როცა გაქვთ დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, ოპოზიციის აკრძალვის მუქარა, ყოველდღიური ცილისმწამებლური კამპანიები და ევროკავშირზე თავდასხმები – რაზე ელით, რომ ვისაუბრებთ?

მოლოდინი გაქვთ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები „დიპ სტეიტის“ დეფინიციებზე იმსჯელებენ თქვენთან? ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? ან რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის“?

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:

ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;

ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციური„ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველო უარს ამბობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უპირატესობებზე - პაველ ჰერჩინსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები