პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა

ქართული ოცნებატელეიმედისაკონსტიტუციო სასამართლო

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მმართველმა პარტიამ დიალოგი შინაარსისგან დაცალა დემოკრატიული უკუსვლით, მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლით, ხოლო ურთიერთობების აღსადგენად ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო.

ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა
ნეტგაზეთი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო.

ჰერჩისნკის თქმით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, თუმცა ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა.

„თუ ჩემს უკან გაიხედავთ, დაინახავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 დროშას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მივდივართ კომპრომისზე, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს. ამიტომ, გუშინ ბატონ ირაკლი კობახიძის მოსმენისას Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო ის, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგს და დიალოგს.

როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანი დიალოგის მომხრე ვართ. პრობლემა ის არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ საქართველოში ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დაცალა, დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ევროკავშირზე ყოველდღიური თავდასხმებითა და ცილისმწამებლური კამპანიით. რაზე ელით, რომ ისაუბრებს ევროკავშირი?! მოელით, რომ ევროპული ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები განიხილავენ ე.წ. „დიფ სტეიტის“ განმარტებას?! ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? მოელით, რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის?! ეს ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს, რათა დიალოგი განახლდეს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ დღეს, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე უპასუხა, სამთავრობო „იმედის“ კითხვას იმის შესახებ, როცა „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებას“ ითხოვს ანგარიში, ვის ეხება ეს და ხომ არ უჭერს ევროკავშირი მხარს ძალადობას.

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ დეტალებში ვერ შევა, თუმცა სხვადასხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სიები წარადგინა და გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მისაღებია, მაგრამ ევროკავშირის სურვილია, ადამიანები, რომლებსაც უსამართლოდ არაპროპორციული სასჯელი მიესაჯათ, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.

„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვანდალიზმს არც საქართველოში და არც სადმე. საწინააღმდეგო ბრალდებები ცილისწამების კამპანიის ნაწილია და ეს სიტუაცია, რომელშიც ვართ საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებით, ამ ცილისმწამებლური კამპანიის ბრალიცაა. ჩემი მოწოდება ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, მაგრამ ასევე — ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და თქვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელმაც ბარიერი გადალახა, მათ შორის, ვინც პარლამენტში შევიდა, უპრეცედენტოა ევროპული საბჭოს ისტორიაში.

ამ თემაზე:

ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძე

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიჰერჩინსკი "ოცნებას": მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაველ ჰერჩინსკი - ელით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტებას დაიწყებენ? “გლობალური ომის პარტიაზე” დიალოგში ჩავერთვებით? ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? - გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რომ დიალოგი განახლდეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან დიალოგს შინაარსი გამოაცალა – ევროკავშირის ელჩი
  4. ფორმულაოპოზიციური„დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ ჩემს უკან გაიხედავთ, დაინახავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 დროშას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მივდივართ კომპრომისზე, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს. ამიტომ, გუშინ ბატონ ირაკლი კობახიძის მოსმენისას Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო ის, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგს და დიალოგს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანი დიალოგის მომხრე ვართ. პრობლემა ის არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ საქართველოში ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დაცალა, დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ევროკავშირზე ყოველდღიური თავდასხმებითა და ცილისმწამებლური კამპანიით. რაზე ელით, რომ ისაუბრებს ევროკავშირი?! მოელით, რომ ევროპული ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები განიხილავენ ე.წ. „დიფ სტეიტის“ განმარტებას?! ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? მოელით, რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის?! ეს ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს, რათა დიალოგი განახლდეს“
„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვანდალიზმს არც საქართველოში და არც სადმე. საწინააღმდეგო ბრალდებები ცილისწამების კამპანიის ნაწილია და ეს სიტუაცია, რომელშიც ვართ საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებით, ამ ცილისმწამებლური კამპანიის ბრალიცაა. ჩემი მოწოდება ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, მაგრამ ასევე — ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„EU-ში გაწევრიანება საქართველოს ნებაყოფლობითი სურვილია, მანვე უნდა აჩვენოს, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“ - ჰერჩინსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები