ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩს კვლავ "ტრაგიკული პიროვნება" უწოდა
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის კვლავ „ტრაგიკული პიროვნება“ უწოდა და არჩევნებში უხეშ ჩარევასა და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ელჩმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან დიალოგი შინაარსისგან დაცალა.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩს კვლავ "ტრაგიკული პიროვნება" უწოდა - მთავრობის მეთაურმა პაველ ჰერჩინსკი გუშინ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რა დროსაც ელჩმა თქვა, რომ "ევროკავშირთან დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა".
კობახიძე დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირთან დიალოგის სივრცე "ოცნებას" ისევ აქვს.
პრემიერი დღეს ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ელჩის კრიტიკას პირვეელები არ იწყებენ - "ჩვენ მხოლოდ ვპასუხობთ ყოველთვის ისინი იწყებენ"
ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ, იმაზე უფრო ტრაგიკულიცი კი ვიდრე იყო მისი წინამორბედი - ბატონი ჰარცელი. თქვენ იცით, როგორ დაამთავრა საკუთარი კარიერა ბატონმა ჰარცელმა. ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც - ყველაფერს აკადრებინებენ ბატონ ჰერჩინკის და სწორედ ამიტომ არის ეს პიროვნება ტრაგიკური. სხვა კომენტარი მასზე არ შეიძლება გაკეთდეს. ეს ადამიანი პირდაპირ, უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნოდ და არაკონსტიტუციური პარტიების სასარგებლოდ და პირდაპირ ახალისებდა ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. (დიალოგისთვის სივრცეს) რა თქმა უნდა, ვიტოვებთ.
გუშინ ქართველ ხალხს დაესხა თავს ევროკავშირის ელჩი და ამას ვპასუხობ. მე არ დამიწყოა ხომ? ის დაესხა თავს ქართველ ხალხს გუშინ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელიუსუფლებას ესხმი თავს, ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა. მათ ასეთი გზა აირჩიეს. ჩვენ ვპაუხობთ, ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ პასუხის რეჟიმში, ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ ჩვენი კრიტიკული განცხადებებით. ისინი რაღაცას ამბობენ სრულიად სამარცხვინოდ და დაუსაბუთებლად და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა", - განაცხადა კობახიძემ.
"მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს"? - ამ კითხვით მიმართა გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ "ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს.
ევროპელი დიპლომატი ევრონიუსთან ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან დიალოგის სურვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ევროკავშირთან დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა".
ჰერჩინკიმ "ოცნებას" ანტიევროპული განცხადებები შეახსენა და ხაზგასმით თქვა, რომ დიალოგი ასე ვერ მიიღწევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კობახიძე: ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო ბატონი ჰარცელი - ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც არ აღირსეს
ირაკლი კობახიძე: „ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი. ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს“
ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე ჰარცელი იყო - კობახიძე
კობახიძემ ევროკავშირის ელჩი „ტრაგიკულ პიროვნებად“ მოიხსენია
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირთან დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა“
„ჩვენ მხოლოდ ვპასუხობთ ყოველთვის ისინი იწყებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…