პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰერჩინსკი "ოცნებას": მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?

ქართული ოცნება

ევროკავშირმა მმართველ პარტიასთან დიალოგის რესურსი სრულად ამოწურა, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და „ოცნებას“ მიმართა, მოელიან თუ არა, რომ ევროკავშირის სერიოზული წარმომადგენლები მათთან „დიფსთეითსა“ და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებენ.

ჰერჩინსკი "ოცნებას": მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?
TV პირველი

მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს? - ამ კითხვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ "ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს.

ევროკომისიაში გაკეთებული მძიმე შეფასებების შემდეგ, თბილისში ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მმართველ პარტიასთან დიალოგის რესუსრი სრულად ამოწურა.

ევროკავშირი ეფუძნება დიალოგს, დიალოგი არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ჩვენ ვახორციელებთ კომპრომისებს ამ დიალოგისთვის.

ბატონი ირაკლი კობახიძის ევრონიუსთან ინტერვიუს მოსმენის დროს, მე ვიგრძენი, რომ ეს იყო პოზიტიური, ის ახსენებდა დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირის წევრები, ჩვენ ამას მხარს ვჭერთ. პრობლემა არის ის, რომ გასული წლის განმავლობაში მმართველი პარტიამ ეს დიალოგი სრულად ამოწურა. არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულები. არის წნეხი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. არის მუქარა ოპოზიციის აკრძალვის. არის გაშავების და საწინაააღმდეგო აგიტაცია ევროკავსირის წინააღმდეგ. რას მოელით ევროკავშრისგან, რაზე უნდა ვისაუბროთ? თქვენ მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წამრომადგენლები ისაუბრებენ "დიფსთეითის" განსაზღვრებაზე? მართლა მოელით, რომ ჩვენ ომის პარტიაზე ვისაუბრებთ?- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა "ოცნების" მცდელობაზე, აკრძალოს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები.

მცდელობა, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, ეს გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო ევროსაბჭოს ისტორიაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაველ ჰერჩინსკი - ელით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტებას დაიწყებენ? “გლობალური ომის პარტიაზე” დიალოგში ჩავერთვებით? ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? - გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რომ დიალოგი განახლდეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან დიალოგს შინაარსი გამოაცალა – ევროკავშირის ელჩი
  3. ფორმულაოპოზიციური„დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაველ ჰერჩინსკი – ძალიან პოზიტიური იყო, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ახსენებდა დიალოგს, ამას სრულად ვუჭერთ მხარს, პრობლემა ისაა, რომ გასული წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ შინაარსი ამოიღო ამ დიალოგისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები