პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხეთის პარლამენტის წევრი ონდრჟეი კოლარჟი აცხადებს, რომ ევროპელებს რუსეთის ეშინიათ და რაც უფრო მეტ შიშს უჩვენებენ, მით მეტ ძალას ანიჭებენ მას.

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედინიუსი

ჩეხეთის პარლამენტის წევრის ონდრჟეი კოლარჟის განცხადებით, ევროპელებს რუსეთის ეშინიათ.

თავისი განცხადების დასადასტურებლად მან ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივების შესახებ მიმდინარე დისკუსია მოიყვანა.

„როდესაც ჩვენ რუსეთის გაყინულ აქტივებს განვიხილავთ, შიშით ვმოქმედებთ. გასული ექვსი წლის განმავლობაში მე რუსებს მიზანში ვყავდი. არაფერი ხდება. რუსები არაფერს გააკეთებენ. ისინი გვპარავენ ჩვენ, ევროპელებს. რამდენიმე ევროპული კომპანია რუსეთში გაიძარცვა. ისინი ჩვენს ფულს, აქტივებს იპარავენ“, - განაცხადა ჩეხმა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ლატვიის პრემიერ-მინისტრის ანდრის კულბერგსის განცხადებას, რომ ევროპელებს სიმამაცე არ ჰყოფნით, კოლარჟმა განაცხადა: „არა, ჩვენ გვეშინია. ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითხოვენ - Euronewsწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები