კაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და განიხილება სანქციები მინისტრებისთვის, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
კალასის თქმით, გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება.
„ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო - შეჩერებულია. გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება, ასევე კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. მთავარი საკითხი ის არის, რომ დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. გუშინ არსებული მდგომარეობით, ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება და იანვარში მას ძალიან სიღრმისეულად განვიხილავთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი პასუხი შევიმუშაოთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მის მისწრაფებებს და ზურგს არ ვაქცევთ იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ევროკავშირის წევრობა“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაიმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი
კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება
კალასი პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო - შეჩერებულია. გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება, ასევე კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. მთავარი საკითხი ის არის, რომ დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. გუშინ არსებული მდგომარეობით, ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება და იანვარში მას ძალიან სიღრმისეულად განვიხილავთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი პასუხი შევიმუშაოთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მის მისწრაფებებს და ზურგს არ ვაქცევთ იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ევროკავშირის წევრობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…