ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით - კაია კალასი
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს დღეს მოკლედ განიხილავენ, ხოლო იანვარში ქვეყნის შესახებ სიღრმისეული დისკუსიის გამართვის ინიციატივას წამოაყენებენ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგის დაწყების დროა, კაია კალასმა უპასუხა, რომ დღეს საქართველოს საკითხს მოკლედ განიხილავენ და წამოაყენებენ წინადადებას, რომ იანვარში გაიმართოს სიღრმისეული დისკუსია.
"ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია[მინისტრებს] შევთავაზებ, იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს - კაია კალასი
კაია კალასი – დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
კალასი: მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…