გიორგი კახიანი ევროკომისიის გაფართოების ახალ ანგარიშზე: ასეთი ანგარიშის მომზადება ყოველთვის ორმხრივად ხდებოდა - ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოსთან დიალოგი შეწყვიტეს, ანგარიშები ცალმხრივად კეთდება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტის შემდეგ გაფართოების ანგარიშები ცალმხრივად კეთდება და მისი მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული მდგომარეობის უარყოფითად წარმოჩენაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროკომისიის ახალი ანგარიში გაფართოების შესახებ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის მიზანია, უარყოფითად წარმოჩნდეს საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური თუ დემოკრატიული მდგომარეობა.
„ამ პროცესში მონაწილეობს ორივე მხარე - ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციები და საქართველოს მხრიდან სამინისტროები და პარლამენტი. მანამდე, ასეთი ანგარიშის მომზადება ყოველთვის ორმხრივად ხდებოდა. ეს იყო პროცესი, რომლის შემდეგადაც ანგარიშები ქვეყნდებოდა ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ რაც ევროკავშირისგან ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოსთან დიალოგი შეწყვიტეს, ანგარიშებს ასეთი წინაპირობა აღარ აქვს. ეს არის ანგარიშები, რომლებიც ცალმხრივად კეთდება.
თითქოს ამ ანგარიშის მიზანი არ არის ის, რომ რეალური და სწორი შეფასებები გაკეთდეს. ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არის მიზანი, რომ უარყოფითად წარმოჩნდეს საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური თუ დემოკრატიული მდგომარეობა“, - აღნიშნა კახიანმა.
„ქრონიკამ“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მოიპოვა, რომელიც წინა დოკუმენტისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება. ანგარიშში საუბარია ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ევროკომისია გაფართოების ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომელმაც დანაშაული აღიარეს. ანგარიშში ფაქტობრივი უზუსტობაცაა - წერია, რომ გაწევრებასთან დაკავშირებით 2028 წლამდე მოლაპარაკების დღის წესრიგში არ დაყენება კონსტიტუციას არღვევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ პროცესში მონაწილეობს ორივე მხარე - ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციები და საქართველოს მხრიდან სამინისტროები და პარლამენტი. მანამდე, ასეთი ანგარიშის მომზადება ყოველთვის ორმხრივად ხდებოდა. ეს იყო პროცესი, რომლის შემდეგადაც ანგარიშები ქვეყნდებოდა ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ რაც ევროკავშირისგან ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოსთან დიალოგი შეწყვიტეს, ანგარიშებს ასეთი წინაპირობა აღარ აქვს. ეს არის ანგარიშები, რომლებიც ცალმხრივად კეთდება. თითქოს ამ ანგარიშის მიზანი არ არის ის, რომ რეალური და სწორი შეფასებები გაკეთდეს. ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არის მიზანი, რომ უარყოფითად წარმოჩნდეს საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური თუ დემოკრატიული მდგომარეობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…