პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: „საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო მზად არის იმისთვის, რომ ევროკავშირში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ კანდიდატ სახელმწიფოებს შორის საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტადაა მზად და მის გარეშე დატოვება უსამართლო პოლიტიკაა. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია და შუა დერეფნის პროექტი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია.

გიორგი კახიანი: „საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო მზად არის იმისთვის, რომ ევროკავშირში
POSTV

„როდესაც ახსენებენ კანდიდატ სახელმწიფოებს და საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბალკანეთის სახელმწიფოებზე და საქართველოს არ ახსენებენ, ეს არის უსამართლო პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო მზად არის იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას. ამაზე მიუთითებს უამრავი კვლევა და საერთაშორისო რეიტინგები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ.

„საქართველოსთან მიმართებით მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საუბარი იყოს მხოლოდ შუა დერეფნის როლზე და იმავდროულად, ევროკავშირის თემა გვერდზე გადავდოთ. მე ასე მგონია, რომ ერთმანეთთან გარკვეულ წილად კავშირშია, რადგან, როდესაც შუა დერეფნის რგოლში საქართველოს მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ, აქ, ბუნებრივია, საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებსაც და ეს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გარეშე მე რთულად წარმომიდგენია.

მე იმედი მაქვს და გარკვეულწილად ეს ტენდენციები ჩანს ბევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს ე.წ. გაბუტვის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, უნდა შეიცვალოს და საქართველოს მნიშვნელობაზე ბევრი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ლაპარაკობენ. ეს იმ განცხადებებიდანაც ჩანს, რომელიც ქალბატონმა ურსულამ დღეს გააკეთა.

ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია, ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მეორე მხრივ, შუა დერეფნის ნაწილში საქართველოს მნიშვნელობაზე მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გიორგი კახიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად, არის სუბიექტური, უსამართლო და პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ეფუძნება, ვიდრე სინამდვილეში არსებულ მოცემულობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები