პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია - გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა დადანაშაულებული, თუმცა სტატიის მტკიცებით, პროცესი სინამდვილეში თავად ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა.

ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია - გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა
იმედინიუსი

ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში კვლავ არის აღნიშნული, რომ თითქოს ბრიუსელსა და თბილისს შორის დიალოგის შეჩერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მოხდა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ 2024 წელს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს.

„2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ისე მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

თუმცა, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დიალოგი თავად ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა. მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც აცნობა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას ​
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის უსამართლო პოლიტიკას
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით განცხადებას - ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის უსამართლო პოლიტიკას
  4. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას“
  5. TV პირველიოპოზიციური“ოცნების“ ლიდერი უმწვავესი კითხვების პირისპირ - Euronews-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რისთვის იმყოფებოდა ევროპის დედაქალაში
  6. ალიაოპოზიციურიEuronews-ის ჟურნალისტი ირაკლი კობახიძეს: ,,დღეს აქ რატომ ხართ?“
  7. POSTVსამთავრობოევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია – გაფართოების ანგარიშში, საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში, საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით, 2024 წლის ივნისში შეჩერდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ისე მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები