პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ანა წითლიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თეთრაძე რომლის მიმართ წამებაც პატიმართა მხრიდან ყველა ინსტანციის სასამართლოში დამტკიცდა, არ მომხდარა - რა პასუხი გასცა პოლკოვნიკ თეთრაძის ოჯახმა "ნაციონალურ მოძრაობას"

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობათბილისის საქალაქო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში ანა წითლიძემ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ფაქტის ეჭვქვეშ დაყენება სცადა, რასაც დარბაზში პროტესტი და სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება მოჰყვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ანა წითლიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თეთრაძე რომლის მიმართ წამებაც პატიმართა მხრიდან ყველა ინსტანციის სასამართლოში დამტკიცდა, არ მომხდარა - რა პასუხი გასცა პოლკოვნიკ თეთრაძის ოჯახმა "ნაციონალურ მოძრაობას"
რუსთავი 2

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე - "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ნაწამები პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის ფოტოები, მოსარჩელე მხარემ, სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მას შემდეგ აჩვენა, რაც ანა წითლიძეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა ჰქონდა. წითლიძე ცდილობდა ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს სერგო თეთრაძის წამებას და მასზე სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამ მიზნით დასვა სააკაშვილის თანაგუნდელმა შეკითხვაც ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. რასაც დარბაზშივე მოჰყვა მოსარჩელეების პროტესტი და სხდომის თავმჯდომარის მკაცრი გაფრთხილება, საპროცესო უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

უმძიმესი საქმის დეტალები "ნაციონალურ მოძრაობას", წამებით და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილი სერგო თეთრაძის ოჯახმა შეახსენა. მათ შორის, მტკიცებულებები და ჩვენებები, რომლითაც დადგინდა, რომ 2011 წელს ე.წ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, პოლკოვნიკი ჯერ სამხედრო პოლიციის შენობაში, შემდეგ კი გლდანის მერვე დაწესებულებაში არარსებულ დანაშაულზე, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართული იყო თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა და გლდანის ნომერ მე-8 საპყრობილის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე. სერგო თეთრაძისგან სასურველი ჩვენება ვერც სექსუალური ძალადობის შემდეგ მიიღეს, რის გამოც პოლკოვნიკი აწამეს. თეთრაძის მეუღლე ამბობს, რომ სწორედ ამ მძიმე ფაქტებს ადასტურებენ მოწმეებიც და ექსპერტიზის დასკვნაც. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კი მძიმე დანაშაულის უარყოფა მორალურ ზღვარს სცდება.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, ბაჩო ახალაიას მიმართ, საქალაქო სასამართლოს მიერ, 2018 წლის 23 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი, იმავე წელს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 2019 წელს კი ორი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დარჩა უზენაეს სასამართლოშიც. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მსგავსად, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს.

თუმცა უხერხულობა არ უგრძვნია "ნაციონალურ მოძრაობას", უფრო კონკრეტულად კი ანა წითლიძეს, რომელმაც, პოლკოვნიკის წამების საქმეზე პასუხისმგებლობის მოხსნით, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმე უფრო მეტად წარმოაჩინა.

სხდომათა დარბაზში წამების დადასტურებული ფაქტის უარყოფის შემდეგ, წითლიძე "კურიერის" შეკითხვებს გაექცა. მათ შორის, თავი აარიდა პასუხს კითხვაზე- რატომ დააყენა ეჭვქვეშ ეროვნულ დონეზე, 3 ინსტანციაში დადგენილი მძიმე დანაშაული.

პოლიტიკური უტიფრობა და სადიზმი - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და მთლიანად სააკაშვილის პარტიის ტაქტიკას, სახელისუფლებო გუნდი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ამბობენ, რომ სისტემური დანაშაულების უარყოფის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი გამოუვა, რადგან პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან ერთად, მათ წინააღმდეგ მტკიცებულებათა მთელი ნუსხა არსებობს, სხვა მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებითაც.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის საქმეს, ცალკე თავი ეთმობა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში დაკავებიდან რამდენიმე დღეში წამების შედეგად, მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. 47 წლის პოლკოვნიკი კომატოზურ მდგომარეობაში იყო. მანამდე მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია ანა წითლიძეს - არაფერს გიზღუდავთ, მაგრამ სასამართლო თქვენს ჰაერიდან მოტანილ შეფასებებზე ვერ იქნება დამოკიდებული - თუ ევროპულ სასამართლოში მოგიწევთ წასვლა, იცოდეთ, რომ იქაც პროფესიონალი მოსამართლეები დაგხვდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები