“დაგვეხმარეთ, გუნდის ნაწილი ვერ ახერხებს გამოსვლას დაკვამლიანების გამო” – ნინო ჟიჟილაშვილი
ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძრისა და დაკვამლიანების გამო მაუწყებლობა შეწყდა. ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, გუნდის ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს და იგი უწყებებს დახმარებას სთხოვს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ნინო ჟიჟილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!! მაუწყებლობა შევწვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 Georgia/112 საქართველო
“ფორმულას” შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…