პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბოლოდროინდელი გათავისუფლებები და რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება ვერ ფარავს მიმდინარე უსამართლობას — Amnesty International

Amnesty International-ის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ნაწილის გათავისუფლება და რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება საქართველოში არსებულ უსამართლობასა და ორწლიან მზარდ რეპრესიებს ვერ ფარავს.

ბოლოდროინდელი გათავისუფლებები და რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება ვერ ფარავს მიმდინარე უსამართლობას — Amnesty International
ნეტგაზეთი

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International უწყვეტად მიმდინარე პროტესტის ორი წლისთავის შესრულების წინა დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

გასულ წლებს საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში „ადამიანის უფლებების განუწყვეტელი დარღვევებითა და ამ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა თითქმის სრული დაუსჯელობით“ ახასიათებს.

Amensty International-ის შეფასებით, იმ უსამართლობას, რასაც მმართველი პარტია სჩადის უკანასკნელ ორ წელში, ბოლო პერიოდში პოლიტიკური პატიმრების ნაწილის გათავისუფლება და რამდენიმე სპეცრაზმელის დასჯა ვერ გააბათილებს.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა განაცხადა:

„ორწლიანი მზარდი რეპრესიების შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აწარმოა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ძალიან ცოტა სფერო თუ დარჩა ხელუხლებელი. ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დაშლისკენ მიმართული ნაბიჯებიდან დაწყებული, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ასობით ადამიანის დევნით დამთავრებული, რეპრესიები ახლა ღრმად არის გამჯდარი ქართული საზოგადოების ქსოვილში.

თავდასხმის სამიზნეა შემოქმედებითი გამოხატვა და პოლიტიკური სატირა. მუსიკოსებს საპროტესტო სიმღერების გამო ემუქრებიან და აჯარიმებენ, ჟურნალისტებს სატირული პოსტების გამო აკავებენ, კომიკოსებს კი ხუმრობის გამო თავს ესხმიან. ამ ყველაფრის ფონი სახელმწიფოს მიერ წახალისებული ძალადობის ატმოსფეროა. ის, რაც ქუჩის საპროტესტო აქციების ჩახშობით დაიწყო, ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ყოველდღიურ თავდასხმად გადაიქცა.

პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულება კვლავ მიუწვდომელია, რაც უფლებების შემდგომ დარღვევებს აძლევს ბიძგს. აქციის მონაწილეთა ბოლოდროინდელი გათავისუფლება და ძალის უკანონო გამოყენებისთვის რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება ვერ ფარავს მიმდინარე უსამართლობის მასშტაბს. ათობით ადამიანი, მათ შორის მათე დევიძე, უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ კვლავ პატიმრობაში რჩება.

ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები და სავარაუდო პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობის გამოა დაპატიმრებული, და უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ყველა გამამტყუნებელი განაჩენი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაიხედოს“.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფრანკ შვაბე: აზერბაიჯანი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არ ასრულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები