პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება

თბილისში, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების განცხადებიდან ერთი წლის თავზე, მოქალაქეები თსუ-სა და ავლაბრიდან თავისუფლების მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება
ინტერპრესნიუსი

თბილისში დღეს, საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება.

დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ერთი წლის თავს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან. მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი თსუ-სთან მივა და მსვლელობას იქიდან მოაწყობს, ნაწილი კი საპროტესტო მარშს ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყებს. მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ერთი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„შაბათის მარშის“ მონაწილეები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან და მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აანონსებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები