პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებზე - სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში

საქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა სჯობს დანაშაული აღიარონ, რათა საზოგადოებამ მათი სინანული დაინახოს. მისი თქმით, დამხობის მცდელობის გამო ქვეყანა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე იდგა, თუმცა ორგანიზატორებს სუსტი ნებისყოფა აქვთ და მოწყალებას ითხოვენ.

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებზე - სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში
ინტერპრესნიუსი

სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში - სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლინება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მზაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ამ ადამიანების გამო ქვეყანა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე იყო, თუმცა სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას“.

„არ ვიცი არის თუ არა საპროცესო შეთანხმება გაფორმებული, რასაც ვეცნობოდი ამის სურვილი გამოთქვა ამ ორმა პატიმარმა, რომელიც ძალადობის ორგანიზებისთვის არის მსჯავრდებული და მიმართეს პროკურატურას. ვნახოთ რა იქნება საბოლოოდ შედეგი.

ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული, ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, აჩვენებს საერთო ჯამში რა ხალხთან გვაქვს საქმე. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ძალიან გააზრებული მოქმედება, რომ არა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების, პოლიციის გმირული მოქმედება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და დაიცვეს მთლიანად ქვეყანა, საქართველო იდგა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე. რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა, როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გაწირეს ქვეყანა, ხალხი. დღეს იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას.

მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ოთხი ოქტომბრის ორგანიზატორები არიან, მათ მიერ მოწყალების საკითხის მიმართ. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ის ვინც აღიარებს დანაშაულს, ის ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ. ასე რომ, სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება კიდევ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ დაინახოს იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში.

ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული ყველამ შეინანიოს და სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლინება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმე
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ჯობს, ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ, თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავიანთ დანაშაულში. ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ადამიანების გამო ქვეყანა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე იყო, თუმცა სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას“
„არ ვიცი არის თუ არა საპროცესო შეთანხმება გაფორმებული, რასაც ვეცნობოდი ამის სურვილი გამოთქვა ამ ორმა პატიმარმა, რომელიც ძალადობის ორგანიზებისთვის არის მსჯავრდებული და მიმართეს პროკურატურას. ვნახოთ რა იქნება საბოლოოდ შედეგი. ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული, ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, აჩვენებს საერთო ჯამში რა ხალხთან გვაქვს საქმე. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ძალიან გააზრებული მოქმედება, რომ არა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების, პოლიციის გმირული მოქმედება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და დაიცვეს მთლიანად ქვეყანა, საქართველო იდგა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე. რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა, როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გაწირეს ქვეყანა, ხალხი. დღეს იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ოთხი ოქტომბრის ორგანიზატორები არიან, მათ მიერ მოწყალების საკითხის მიმართ. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ის ვინც აღიარებს დანაშაულს, ის ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ. ასე რომ, სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება კიდევ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ დაინახოს იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული ყველამ შეინანიოს და სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლინება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები