შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით“
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობისა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე, ანაკლიის პორტსა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
„ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში, მომავალ წელს კი საქართველოს ხელისუფლება ელის ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს საქართველოში.
დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის გზის მშენებლობა, რომელიც იქნება “შუა დერეფნის” შემადგენელი ნაწილი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარიანობა გაიზარდოს; „შუა დერეფნის“ მიმართ ინტერესი და ტვირთბრუნვა გაიზარდოს, ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი.
გვქონდა საუბარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც „ლენდლორდის“ პრინციპით შენდება – როდესაც სახელმწიფო აშენებს თავად პორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა, იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი.
გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ ყირგიზეთი უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში; ასევე, სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას.
რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი. მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ, მათ შორის, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა – პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და გვექნება ამ ფორმატში ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს - შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთში ვიზიტის შესახებ
ციტატები სტატიიდან
„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…