შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა. მხარეებმა შუა დერეფნის პოტენციალი და სტრატეგიული პროექტები — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული კავშირი, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით, ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი – საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი – სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია – პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…