შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესშია ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საპარლამენტო ფორმატების შექმნა, ასევე შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ყირგიზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს. ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა ყირგიზეთში და ველოდებით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს. გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. გაიზარდოს ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს, რომელიც ლენდლორდის პრინციპით შენდება. სახელმწიფო თავად აშენებს პორტს და შემდეგ სხვა სუბიექტებსა შეეძლებათ იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდამჭერი თანამშრომლობის შესახებ. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთი აირჩიეს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ მსგავსი სულისკვეთებით თანამშრომლობას. საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს - შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთში ვიზიტის შესახებ
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით“
ციტატები სტატიიდან
„ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს. ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა ყირგიზეთში და ველოდებით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს. გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. გაიზარდოს ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს, რომელიც ლენდლორდის პრინციპით შენდება. სახელმწიფო თავად აშენებს პორტს და შემდეგ სხვა სუბიექტებსა შეეძლებათ იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდამჭერი თანამშრომლობის შესახებ. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთი აირჩიეს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ მსგავსი სულისკვეთებით თანამშრომლობას. საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…