პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან, ურთიერთობა მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კორიდორის სრულად დატვირთვისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირი სატრანსპორტო კორიდორის სრულად დატვირთვისთვის გადამწყვეტია, რის გამოც რეგიონის ხუთივე სახელმწიფოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება იგეგმება.

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მის ყირგიზ კოლეგას.

ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოში შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც მხარეებმა ეროვნული დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე გადაინაცვლეს. გაიმართა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთანაც. ხვალ დაგეგმილია მოლაპარაკება ყირგიზეთის პრეზიდენტთან.

მანამდე, ვიზიტის მნიშვნელობაზე, მედიასთან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სატრანსპორტო ჯაჭვის სრულად ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტენსიური კავშირი ჰქონდეს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი. აქამდე ჩვენ არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ყირგიზეთში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან, ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კორიდორის სრულად დატვირთვისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.

დღეს გვქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ, როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, სადაც ამის საკანონმდებლო ხელშეწყობა იქნება საჭირო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო, პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობაზე, რომელიც სხვა მიმართულებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმუშავებენ.

ასევე, მოვიწვიე კოლეგა საქართველოში - მას სურს, რომ მომავალ წელს გვეწვიოს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს ინტენსიური კავშირები.

მანამდე, გახლდით ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ვიზიტით. ყირგიზეთის შემდეგ, ტაჯიკეთში ვიზიტს ვგეგმავ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. დღეს ვისაუბრე საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატზე, ამაზეც გვექნება მსჯელობა, რათა სატრანსპორტო კორიდორის ჯაჭვში, რომელიც გვინდა ავაწყოთ, ყველა ქვეყნის პარლამენტი იყოს ჩართული, საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები