პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა. მხარეებმა შუა დერეფნის პოტენციალზე, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზასა და ანაკლიის პორტის პროექტებზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით, ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი - სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია - პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს - დავით მათიკაშვილი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები