პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა შუა დერეფნის პოტენციალზე, ანაკლიის პორტსა და ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტებზე იმსჯელეს.

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით, ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი – საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი – სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია – პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
  5. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები