შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთში იმყოფება და აცხადებს, რომ ქვეყნის მიზანი ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებაა, რაც შუა დერეფნის საკანონმდებლო ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მისი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
„უპირველეს ყოვლისა, თავად ფაქტი ვიზიტისა, არის უკვე ისტორიული იმ მხრივ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის. აქამდე ჩვენ არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ყირგიზეთში. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კორიდორის სრულად დატვირთვის და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.
დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი გვქონდა, რომ ჩვენ როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, ამის საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობის მხრივ, რომლებიც სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე იმუშავებენ.
ასევე, მოვიწვიე კოლეგა საქართველოში და მას სურს, რომ მომავალ წელს გვეწვიოს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს. მანამდე გახლდით ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ვიზიტით. ყირგიზეთის შემდეგ ვგეგმავ ასევე ტაჯიკეთში ვიზიტს.
საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. მათ შორის, დღეს შევთავაზე საქართველო და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა, იმისთვის რომ ის ჯაჭვი, რომელიც ჩვენ გვინდა ავაწყოთ სატრანსპორტო კორიდორისა, ამ ჯაჭვში ყველა ქვეყნის პარლამენტები ვიყოთ ჩართული მისი საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მარლენ მამატალიევს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი სურვილია, საქართველოს პარლამენტს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს“
ციტატები სტატიიდან
„უპირველეს ყოვლისა, თავად ფაქტი ვიზიტისა, არის უკვე ისტორიული იმ მხრივ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის. აქამდე ჩვენ არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ყირგიზეთში. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კორიდორის სრულად დატვირთვის და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ. დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი გვქონდა, რომ ჩვენ როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, ამის საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობის მხრივ, რომლებიც სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე იმუშავებენ. ასევე, მოვიწვიე კოლეგა საქართველოში და მას სურს, რომ მომავალ წელს გვეწვიოს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს. მანამდე გახლდით ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ვიზიტით. ყირგიზეთის შემდეგ ვგეგმავ ასევე ტაჯიკეთში ვიზიტს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. მათ შორის, დღეს შევთავაზე საქართველო და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა, იმისთვის რომ ის ჯაჭვი, რომელიც ჩვენ გვინდა ავაწყოთ სატრანსპორტო კორიდორისა, ამ ჯაჭვში ყველა ქვეყნის პარლამენტები ვიყოთ ჩართული მისი საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…