პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს - შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთში ვიზიტის შესახებ

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა, ანაკლიის პორტის პროექტი და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა განიხილეს.

"პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, როგორც იცით, ზაფხულში საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში და ველით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მხარეებმა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს.

"გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი შუა დერეფნის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ინტერესი შუა დერეფნის მიმართ გაიზარდოს და ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი.

საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, "ლენდლორდის" პრინციპით შენდება, როდესაც სახელმწიფო ააშენებს თავად პორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში და ამ მხრივაც დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი.

გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. ასევე, სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი, მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ მათ შორის, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და ამ ფორმატში გვექნება ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  5. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
  6. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, როგორც იცით, ზაფხულში საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში და ველით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს საქართველოში“
შალვა პაპუაშვილი
„პრინციპით შენდება, როდესაც სახელმწიფო ააშენებს თავად პორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში და ამ მხრივაც დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. ასევე, სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი, მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ მათ შორის, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და ამ ფორმატში გვექნება ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში ვიზიტი გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს ბიშკეკში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები