პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი ოფიციალურად შევიდა

საქართველოს პროკურატურა

ცხოველთა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს, რადგან დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს.

კახი კალაძეს წინააღმდეგ პროკურატუარში საჩივარი ოფციალურად შევიდა. აღნიშნული განცხადება მთავარ საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა.

ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის საჯარო განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.

საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.

განცხადებით თანახმად, გამოძიება რამდენიმე მუხლით უნდა დაიწყოს: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობისკენ წაქეზება, ცხოველების წამების საქმეზე დაწყებული გამოძიებისთვის ხელის შეშლა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

კახი კალაძემ გუშინ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მტავარი ძაღლთა მჟლეტი და მკვლელი თავად არის და ასევე ოცნებობს, ჩვენი, ცხოველთა დამცველების დახოცვაზე. ეს, ყველაფერთან ერთად, არის მუქარა. ცალკე დანაშაულია ცხოველთა წამება და მკვლელობა, შესაბამისად, მოვითხოვთ გამოძებას ამ საკითხზე. იმედი არ გვაქვს, რომ მას დააკავებენ, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში კახა კალაძე უკვე იქნებოდა წინასწარ პატიმრობაში. კახი კალაძე რომ ყველაზე სისხლიანი მერია თბილისის ისტორიაშიც კი, ეს აქამდეც ვიცოდით. ის, რომ ცხოველების მკვლელი იყო, ესეც ვიცოდით, მაგრამ ის, რომ მზად არის და ოცნებობს ადამიანების მკვლელობაზე, ეს სახეზეა. შესაბამისად, მისი ბანდფორმირებებიც გვახსოვს ჩვენ, რომლებიც აქტივისტებზე ნადირობდნენ და ძალადობდნენ, შესაბამისად, რეალურია ეს მუქარა.

კვირას, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცხოველთა, ასევე ადამიანების გადარჩენისთვის, ვიყოთ ძალიან ბევრნი, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან.“

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც "სამარხები გათხარა".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ალიაოპოზიციური,,ხვალვე შემაქვს საჩივარი გენპროკურატურაში, სულ მცირე, პოტენციური კაცისმკვლელისა და ძაღლთამჟლეტი კალაძის წინააღმდეგ“ – ლაშა ჩხარტიშვილი
  2. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან
  3. ალიაოპოზიციურიკახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები