პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა, რომელშიც დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, უანგარო დონაცია ყველა ჯანმრთელი მოქალაქის ვალდებულებაა.

საქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.

"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ტრადიციულად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ტარდება. დღესაც პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგაროდ ჩააბარეს სისხლი, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის დონაცია. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის ყველა ჯანმრთელი მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეიძლება გადაუდებლად სჭირდებოდეთ. დარწმუნებული ვარ, მსგავს აქციას საქართველოს პარლამენტში კიდევ მრავალჯერ ჩავატარებთ", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები