კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან
სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერ კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივის ცხოველთა დამცველების მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელშიც მერმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანი „წასაყვანი და დასაძინებელია“.

თბილისის მერს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო უჩივიან - პროკრატურაში შესაბამის სარჩელს სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი 13:00 საათზე შეიტანს.
საზოგადოების ნაწილმა კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები "დასაძინებლები" არიან, ღია მუქარად შეაფასა.
დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც "სამარხები გათხარა".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…