ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია და მიესალმება მაკა ბოჭორიშვილის პოზიციას რუსეთთან საუბრის შიშის დაძლევის შესახებ.

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
აღნიშნული განცხადება ლავროვმა ბელორუსის ქალაქ გომელში გააკეთა და ბელორუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში 19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის შეხვედრის ორგანიზებისთვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელორუს მეგობრებს იმისთვის, რომ ამ საკითხთან [ქართულ მხარესთან დიალოგის გამართვა] დაკავშირებით ადგილი დაგვითმეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“, - აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვმა აგრეთვე განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დაძლიოს.
„ვფიქრობ, რომ ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც პასუხობს როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ისე ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან“, - დასძინა ლავროვმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…