პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული და კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცა ამ შეხვედრამ საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის განვითარებას - დავით მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა და შუა დერეფნის ასათვისებლად საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში - შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერების შეხვედრაც, რის შემდეგაც მოლაპარაკება მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას გააერთიანებს და ის შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების საკითხებზე იმუშავებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული და კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცა ამ შეხვედრამ საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის განვითარებას.

"იყო მნიშვნელოვანი გზავნილები გაცვლილი შეხვედრის დროს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების თვალსაზრისით, ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის განვითარება, კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ის ორმხრივი ინტერესი, რაც გააჩნია როგორც საქართველოს, ასევე ყირგიზეთს. შენობაში ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული და კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცა ამ ვიზიტმა საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის. შუა აზია, კონკრეტულად ყირგიზეთი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება. შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
  2. რუსთავი 2სამთავრობოშუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს - დავით მათიკაშვილი​
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი – ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები