ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან - მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიალოგის გარეშე ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება გაუჭირდება და ქართული მხარე მზადაა ღია საუბრისთვის ყველა საკითხზე, რაც ბრიუსელს პრობლემურად ეჩვენება.

დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელში ევრონიუსის მიერ ორგანიზებული, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა ევროკავშირთან დიალოგისა და ღია საუბრის მზაობა.
„პირველ რიგში, ალბათ, აღსანიშნავია ის, რომ ღონისძიება თავად მნიშვნელოვანია. ევრონიუსზე როდესაც კეთდება განსაკუთრებული აქცენტი გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს. ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას და ორგანიზებული იყო ევრონიუსის მიერ,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ქვეყნის პოზიცია ევროკავშირთან დიალოგის მნიშვნელობისა და ყველა საკითხზე ღია საუბრის მზაობის შესახებ.
„თავისთავად ფორმატი, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული, თუმცა იმ კითხვებზე, რაც დაისვა ქართული მხრიდან, გაჟღერდა პასუხები და რაც მთავარია, ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია წარადგენს. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ ანგარიშის მოსამზადებლად ევროკავშირს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, როგორ იქნება აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული და ასახული დოკუმენტში.
„მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი წლის ფაქტებზე დაფუძნებით გავაკეთო წინასწარი შეფასება მოლოდინთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია შეფასებების გაკეთება, ვიდრე ანგარიში არ გამოქვეყნდება. ზოგადად, როგორც წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი, თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაციები ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიამაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის
ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”
მაკა ბოჭორიშვილი: დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
მაკა ბოჭორიშვილი – მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება, იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც „ევრონიუსზე“ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, მიანიშნებს, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს - ეს იყო კარგი შესაძლებლობა პრემიერისთვის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…