მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მზადაა, ნებისმიერ განხილვაში, ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს შესაბამის დონეზე, რომელ დონეზეც იმართება შეხვედრები, სხვაგვარ მოწვევას საქართველო არ განიხილავს
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ბრიუსელის დაკავშირებადობის სამიტში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მიწვევა შესაბამის დონეზე იქნება. მისი თქმით, სხვაგვარ მოწვევას ქვეყანა არ განიხილავს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში ჩაერთოს, ოღონდ შესაბამის დონეზე, რომელ დონეზეც იმართება შეხვედრები.
ბოჭორიშვილის განმარტებით, დაკავშირებადობის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება, საქართველოდან შესაბამისი პირები არ იყვნენ მიწვეული.
მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს მონაწილეობას, თუ შესაბამის დონეზე იქნება მიწვევა.
„რაც შეეხება დაკავშირებადობის ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ბრიუსელში და რომელზეც აპელირებენ, რომ საქართველო არ იყო მიწვეული – შემდგომ აღმოჩნდა, რომ მიწვეული იყო არა იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს მიწვეული – ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და მისი ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი – საქართველო მზადაა, ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად, ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს შესაბამის დონეზე, რომელ დონეზეც იმართება შეხვედრები. შესაბამისად, საქართველო თუ იქნება მიწვეული იმ დონეზე, რა დონეზეც იმართება მინისტერიალის შეხვედრა, რა თქმა უნდა, საქართველო მიიღებს მონაწილეობას, სხვაგვარ მოწვევას საქართველო არ განიხილავს და არ განიხილავს სხვა დონეზე აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას.
ეს არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის პოზიცია, რომელიც ევროკომისიამ ძალიან კარგად იცის და მათ თუ სურვილი აქვთ, რომ ჩაერთონ საქართველოსთან დიალოგში მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ეხება დაკავშირებადობას, მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ, უნდა მიიწვიონ საქართველოდან შესაბამისი პირები. თქვენ იკითხეთ, რა ინსტრუმენტებს იყენებენ საქართველოს დასაზიანებლად, თუ ისე წარმოსაჩენად, თითქოს საქართველო არის იზოლაციაში – ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გავიხსენებ სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, იქ ჟურნალისტს წამოსცდა, თურმე ფოტოს გადაღებაც ყოფილა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ეს ვიცით, ჩემი არაერთი შეხვედრა ყოფილა კოლეგებთან ფოტოების გარეშე, ღიმილის მომგვრელია უბრალოდ ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება – მოსაწვევების, ფოტოების გადაღების, ეს უბრალოდ არასერიოზულია. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირთან ჩავერთოთ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერი დიალოგის ფორმატში იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება დაკავშირებადობის ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ბრიუსელში და რომელზეც აპელირებენ, რომ საქართველო არ იყო მიწვეული – შემდგომ აღმოჩნდა, რომ მიწვეული იყო არა იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს მიწვეული – ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და მისი ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი – საქართველო მზადაა, ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად, ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს შესაბამის დონეზე, რომელ დონეზეც იმართება შეხვედრები. შესაბამისად, საქართველო თუ იქნება მიწვეული იმ დონეზე, რა დონეზეც იმართება მინისტერიალის შეხვედრა, რა თქმა უნდა, საქართველო მიიღებს მონაწილეობას, სხვაგვარ მოწვევას საქართველო არ განიხილავს და არ განიხილავს სხვა დონეზე აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას. ეს არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის პოზიცია, რომელიც ევროკომისიამ ძალიან კარგად იცის და მათ თუ სურვილი აქვთ, რომ ჩაერთონ საქართველოსთან დიალოგში მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ეხება დაკავშირებადობას, მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ, უნდა მიიწვიონ საქართველოდან შესაბამისი პირები. თქვენ იკითხეთ, რა ინსტრუმენტებს იყენებენ საქართველოს დასაზიანებლად, თუ ისე წარმოსაჩენად, თითქოს საქართველო არის იზოლაციაში – ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გავიხსენებ სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, იქ ჟურნალისტს წამოსცდა, თურმე ფოტოს გადაღებაც ყოფილა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ეს ვიცით, ჩემი არაერთი შეხვედრა ყოფილა კოლეგებთან ფოტოების გარეშე, ღიმილის მომგვრელია უბრალოდ ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება – მოსაწვევების, ფოტოების გადაღების, ეს უბრალოდ არასერიოზულია. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირთან ჩავერთოთ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერი დიალოგის ფორმატში იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…