მაკა ბოჭორიშვილი – მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება, იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი დღის წესრიგში დგას. მისი თქმით, გაფართოებისადმი მიძღვნილ ფორუმზე საქართველოს მიწვევა აჩვენებს, რომ ბრიუსელში ქვეყნის პოზიციის მოსმენის ინტერესი არსებობს.

აქცენტი როდესაც კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
აქცენტი როდესაც კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ეს იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო, რათა მონაწილეობა მიგვეღო „ევრონიუსის“ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას.
ფორმატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ყურადღება ყველა საკითხზე იყოს გამახვილებული. თუმცა დასმულ კითხვებზე ქართული მხრიდან გაჟღერდა პასუხები. რაც მთავარია, გაჟღერდა ქართული მხარის პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც ევროკავშირს ეჩვენება პრობლემური, ან არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება, იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ საკანონმდებლო დონეზე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას.
„შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები. ასე რომ, საფუძვლებზე როდესაც ვსაუბრობთ, დღესაც შევხედოთ, რა მოვლენები მიმდინარეობს და რამდენად სჭირდება საქართველოსაც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში – მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის
ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”
მაკა ბოჭორიშვილი: დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან - მაკა ბოჭორიშვილი
ციტატები სტატიიდან
„შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები. ასე რომ, საფუძვლებზე როდესაც ვსაუბრობთ, დღესაც შევხედოთ, რა მოვლენები მიმდინარეობს და რამდენად სჭირდება საქართველოსაც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში – მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…