პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც „ევრონიუსზე“ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, მიანიშნებს, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს - ეს იყო კარგი შესაძლებლობა პრემიერისთვის

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის არარსებობის გამო ევროკომისიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საქართველოს შესახებ სწორი ანალიზის გაკეთება, თუმცა ბრიუსელში „ევრონიუსის“ ღონისძიებაზე საქართველოს მიწვევა ქვეყნის მოსმენის ინტერესზე მიანიშნებს.

მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც „ევრონიუსზე“ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, მიანიშნებს, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს - ეს იყო კარგი შესაძლებლობა პრემიერისთვის
ინტერპრესნიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა ევროკავშირთან დიალოგისა და ღია საუბრის მზაობა.

„ევრონიუსზე“ როდესაც კეთდება განსაკუთრებული აქცენტი გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს. ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას და ორგანიზებული იყო „ევრონიუსის“ მიერ,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ქვეყნის პოზიცია ევროკავშირთან დიალოგის მნიშვნელობისა და ყველა საკითხზე ღია საუბრის მზაობის შესახებ.

„ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე საქართველოს შესახებ იმ ანგარიშზე ისაუბრა, რომელსაც ევროკომისია წარადგენს. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ ანგარიშის მოსამზადებლად ევროკავშირს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, როგორ იქნება აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული და ასახული დოკუმენტში.

„მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი წლის ფაქტებზე დაფუძნებით გავაკეთო წინასწარი შეფასება მოლოდინთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია შეფასებების გაკეთება, ვიდრე ანგარიში არ გამოქვეყნდება. ზოგადად, როგორც წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი, თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაციები ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე - პრემიერის თქმით, ევროკომისიის ანგარიში გარკვეულწილად ასოცირების დღის წესრიგს ეფუძნება, რომლის ფარგლებში, დიალოგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სრულფასოვანი შეფასების შესაძლებლობაა. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის არარსებობა, როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე, სწორი ანალიზის გაკეთებას შეუძლებელს ხდის.

„ერთი რამ, რაც კიდევ უნდა ითქვას, არის ის, რომ ეს ანგარიში ეფუძნება ერთგვარად ასოცირების დღის წესრიგს. ასოცირების დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ კარგად შეფასდეს ყველა პროცესი, რაც ქვეყანაში ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მიმდინარეობს და იმ პირობებში, როდესაც არც ერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის მზად ევროკავშირი ობიექტურად შეაფასოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და უზრუნველყოს ქვეყანასთან რეალურ ინფორმაციასა და დიალოგზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება.

„თუმცა რამდენად არის ამის სურვილი, ეს კიდევ მეორე კითხვაა, რომელიც ჩვენ გვაქვს. არის თუ არა ევროკავშირი მზად იმისათვის, რომ ობიექტურად შეაფასოს ის პროგრესი, რაც აქვს ქვეყანას. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური მიმართულებით შეფასება საერთოდ არ გაუკეთებია ევროკავშირს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ დაინახოს პროგრესი, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება. ვნახოთ, დაველოდოთ ანგარიშს, როგორი იქნება და შემდგომ შეგვიძლია უკვე შევაფასოთ ის ტენდენციები, რაც არის ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად არის მზაობა იმისათვის, რომ ჩვენ ურთიერთობაში იყოს რეალურ ინფორმაციაზე თუ რეალურ დიალოგზე დაყრდნობილი ჩვენი მომავალი,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობოქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე - მაკა ბოჭორიშვილი​
  3. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”
  4. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
  5. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება, იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში
  6. TV პირველიოპოზიციურიჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან - მაკა ბოჭორიშვილი
  7. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: “დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები