პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე - მაკა ბოჭორიშვილი​

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა იმ საკითხზე, რაც პარტნიორებისთვის პრობლემურად ჩანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამიტში. ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროკავშირის პირველ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ.

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელის ინტერესშია, რომ მოუსმინონ საქართველოს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე.

"ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს და ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას და ორგანიზებული იყო "ევრონიუსის" მიერ. თავისთავად, ფორმატი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული, თუმცა იმ კითხვებზე, რაც დაისვა ქართული მხრიდან გაჟღერდა პასუხები და რაც მთავარია, ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით და საუბართან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, თუ არის მათთვის მნიშვნელოვანი სწორედ ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენს ურთიერთობების დღის წესრიგში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის
  2. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
  4. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება, იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში
  5. TV პირველიოპოზიციურიჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან - მაკა ბოჭორიშვილი
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - როდესაც „ევრონიუსზე“ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, მიანიშნებს, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს - ეს იყო კარგი შესაძლებლობა პრემიერისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: „ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები