მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ღირსეულ პარტნიორობასა და შესაბამისი დონის წარმომადგენლობას
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან ნებისმიერ დიალოგში ჩაერთოს, თუმცა ეს შესაბამის დონეზე და ღირსეული პარტნიორობის პრინციპით უნდა მოხდეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებადობის საკითხებზე დიალოგის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობასა და პარტნიორობის პრინციპებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის დაკავშირებადობის საკითხებზე, თუმცა მონაწილეობა შესაბამის დონეზე უნდა განხორციელდეს. მისი განმარტებით, აღნიშნული პოზიცია ევროკომისიისთვის კარგად არის ცნობილი და საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელია შესაბამისი დონის წარმომადგენლების მიწვევა.
„ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი: საქართველო მზად არის ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იზოლირებულად წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება.
„მე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, სადაც ჟურნალისტს წამოსცდა, რომ ფოტოს გადაღებაც ყოფილა, თურმე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ეს ვიცით, არაერთი შეხვედრა ყოფილა ჩვენს კოლეგებთან ფოტოების გარეშე. ღიმილის მომგვრელია, უბრალოდ, ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება: მოსაწვევების, ფოტოების გადაღების. ეს უბრალოდ არასერიოზულია,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ღირსეულ პარტნიორობასა და ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსების დაცვას.
„საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დიალოგის ფორმატში ევროკავშირთან ჩავერთოთ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მზადაა, ნებისმიერ განხილვაში, ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს შესაბამის დონეზე, რომელ დონეზეც იმართება შეხვედრები, სხვაგვარ მოწვევას საქართველო არ განიხილავს
საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი: საქართველო მზად არის ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრები,“
„მე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, სადაც ჟურნალისტს წამოსცდა, რომ ფოტოს გადაღებაც ყოფილა, თურმე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ეს ვიცით, არაერთი შეხვედრა ყოფილა ჩვენს კოლეგებთან ფოტოების გარეშე. ღიმილის მომგვრელია, უბრალოდ, ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება: მოსაწვევების, ფოტოების გადაღების. ეს უბრალოდ არასერიოზულია,“
„საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დიალოგის ფორმატში ევროკავშირთან ჩავერთოთ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…