შეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა
ამერიკული მედიის მონაცემებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა და კონტროლი მოიპოვა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე, რითაც რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი დაკარგეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენჭისყრის შედეგები უკვე აღიარა.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა" პარტიამ გაიმარჯვა.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების მონაცემებით, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში - შესაბამისად, "რესპუბლიკურმა" პარტიამ კონგრესზე კონტროლი სრულად დაკარგა.
"დემოკრატმა" კანდიდატებმა რესპუბლიკელები ისეთ შტატებშიც დაამარცხეს, რომლებიც წლების განმავლობაში "რესპუბლიკური" პარტიის დასაყრდენად ითვლებოდა - მათ შორის ტეხასში, კანზასში, აიოვასა და ოჰაიოში. კონგრესის გარდა, დემოკრატებმა ტეხასის, ოჰაიოსა და აიოვას გუბერნატორების არჩევნებიც მოიგეს.
გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა უკმაყოფილება ფასების ზრდამ, სატარიფო პოლიტიკამ და ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა გამოიწვია.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენჭისყრის შედეგები უკვე აღიარა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. კონგრესში უმრავლესობის დაბრუნებით, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში, "დემოკრატებს" შესაძლებლობა ექნებათ დაბლოკონ თეთრი სახლის კანონპროექტები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე საგამოძიებო კონტროლი დააწესონ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…